ფეხბურთი

14:09 | 8.04.2015 | ნანახია 1434 - ჯერ

“სპარტაკის” თავკაცი: “ჯანო ჯანმრთელია და სათამაშოდ მზადაა”

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე მოსკოვის “სპარტაკში” სრული დატვირთვით ვარჯიშობს და რუსეთის პრემიერლიგის 22-ე ტურში, 9 აპრილს სტუმრად ტულის “არსენალთან” გასამართი მატჩისთვის ემზადება.

მოსკოველთა მთავარმა მწვრთნელმა მურატ იაკინმა “სპარტაკის” ვებგვერდთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჯანო ჯანმრთელია და სათამაშოდ მზადაა.

ანანიძეს მცირე ტრავმა ჰქონდა, რის გამოც ეროვნულ გუნდში მალტასთან ამხანაგური მატჩი და ევრო-2016-ის შესარჩევში გერმანიასთან შეხვედრა გამოტოვა. რუსეთის პრემიერლიგის გასულ ტურში კი, შინ “კრასნოდართან” (1:1) თამაშში 87-ე წუთიდან ჩართო.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:11 | 08.04.2015
dpj-001 (1572)

იაკინი თორე ეგეც მყავდეს ანჩელოტი.რა აზრი აქ ეგ რას ლაპარაკობს
მთავარია ჯანო მოშორდეს რუსეთს რუ სეთს!!!

16:30 | 08.04.2015
რაჭა (10043)

წარმატებები

15:16 | 08.04.2015
levani82 (41682)

forca real madrid

მაშ გამოდის, რომ როსტოვის დონის ფეხბურთელია, სადაც თავს კარგად გამოიჩენს

17:04 | 08.04.2015
forca real madrid (3280)

პირველ რიგში ის როსტოვი დღევანდელ სპარტაკზე უკეთესი გუნდი თუ გგონია ცდები და რაც მთავარია იმ ვაი მწვრთნელმა იაკინმა ბევრი არა,5-6 თამაში სტაბილურად მისცეს სასტავი და დაინახავ არის თუ არა ჯანო სპარტაკის დონე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ,სათამაშო პრაქტიკა არის ფეხბურთში უმთავრესი,მის უქონლობას მხოლოდ ვარჯიშით ვერ გაანეიტრალებ.ამ პრაქტიკაშიც 1-2 თამაში არ იგულისხმება,1-2 თამაშში შეიძლება ფეხბურთელმა თავისი თავი ერ "იპოვოს".4-5 თამაში მაინც საჭიროა რო "ტონუსი დაიჭიროს" ფეხბურთელმა

14:53 | 08.04.2015
forca real madrid (3280)

ფეხბურთელისთვის ვარჯიში ერთია და სათამაშო ტონუსი მეორე.გამძლეობაც ვარჯიშზე არანაკლებ სათამაშო პრაქტიკიდან მოდის ბრატ.ქონდა პრაქტიკა როსტოვში და კი დავინახეთ რო გამძლეობა იმაზე მეტი ქონია ვიდრე აქ ზოგიერთებს გვგონია

14:49 | 08.04.2015
stoikovich (5984)

ძალიან სუსტია სამწუხაროდ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება რომ, 90 წუთი თამაშის შემდეგ, 2 ტური უნდა დაასვენო...

0.148073