ფეხბურთი

12:23 | 8.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

დიარამ “ჩარლტონთან” გაახანგრძლივა

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა საყრდენმა ნახევარმცველმა ალუ დიარამ ინგლისის ჩემპიონშიპის გუნდ “ჩარლტონთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა. 33 წლის ფეხბურთელს კლუბთან ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურებოდა და 1+1 სისტემის კონტრაქტი გააფორმა.

დიარა 2014 წლის ზაფხულიდან უკლუბოდ იმყოფებოდა და “ატლეტიკში” 2015 წლის 23 თებერვალს ჩაირიცხა. ჩემპიონშიფში ფეხბურთელმა უკვე შვიდი მატჩის ჩატარება მოასწრო და ერთი გოლიც გაიტანა. საფრანგეთის ნაკრების მაისურით ალუმ 44 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

0.122014