ფეხბურთი

12:10 | 8.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

კოენტრაუს მესიჯი “მანჩესტერს”

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის “რეალის” მცველი ფაბიო კოენტრაუ “მანჩესტერ იუნაიტედით” ყოფილა მოხიბლული და “წითელ ეშმაკებს” მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი უწოდა.

“მანჩესტერში” თამაშის მიმართ უკვე დავადასტურე ინტერესი. ინგლისური კლუბი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, “იუნაიტედით” მოხიბლული ვარ და დიდი პატივი იქნება “ოლდ ტრაფორდზე” თამაში.” – განაცხადა 27 წლის ფეხბურთელმა.

მიმდინარე სეზონი კოენტრაუს ტრავმების გამო თითქმის ჩაუვარდა. 14 ჩატარებულ მატჩში ფაბიომ თავი 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ფეხბურთელს “ბლანკოსთან” კონტრაქტი 2019 წლის ივლისამდე აკავშირებს, ხოლო მისი სატრანსფერო ღირებულება 18 მილიონ ევროს შეადგენს.

0.102674