ფეხბურთი

23:24 | 7.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“რეიმსი” უმწვრთნელოდ დარჩა

ფრანგულმა “რეიმსმა” გუნდის მთავარი მწვრთნელის, ჟან-ლუკ ვასერის გათავისუფლება გადაწყვიტა. ამის მიზეზი გუნდის მიერ ნაჩვენები ცუდი შედეგებია.

ვასერმა “რეიმსი” გასულ ზაფხულში ჩაიბარა. მისმა გუნდმა სეზონი კარგად დაიწყო და შემდეგ კი მოუმატა, მაგრამ ბოლოს ქულების აღებას კვლავ უკლო. 2015 წელს გამართული 12 შეხვედრიდან გუნდმა მხოლოდ 1 მოიგო, უკანასკნელი 3 კი წააგო. 31 ტურის შემდეგ, 35 ქულით, “რეიმსი” მე-16 ადგილს იკავებს და გასავარდნ ზონასთან მას 3 ქულა აშორებს.

0.119375