ფეხბურთი

18:51 | 7.04.2015 | ნანახია NaN - ჯერ

დავიდ ლუიზი თვეს იუქმებს

ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” ბრაზილიელი მცველი დავიდ ლუიზი ერთი თვე იუქმებს, ხოლო იტალიელი ნახევარმცველი ტიაგო მოტა – 10 დღე. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა განაცხადა, რომელიც ურუგვაელი ედინსონ კავანის თემასაც შეეხო. ლუიზმა და მოტამ ტრავმები კვირას, “მარსელის” წინააღმდეგ მოგებულ (3:2) მატჩებში მიიღეს.

“მარსელთან” თამაშის შემდეგ ტრავმირებულები დავიდ ლუიზი 4 კვირა, ხოლო ტიაგო მოტა 10 დღე იუქმებს.

კავანი არ ითამაშებს ხვალ, “სენტ ეტიენთან” მატჩში, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონას” წინააღმდეგ იასპარეზებს. ედინსონისგან მომწონს, როდესაც გოლის გატანაზეა კონცეტრირებული. რაც შეეხება იბრაჰიმოვიჩს, ის 100%ით მზად არაა, რადგან “მარსელთან” მატჩის მერე დაღლილი იყო”, - განაცხადა ბლანმა.

პსჟ 8 აპრილს საფრანგეთის თასის ნახევარფინალში “სენტ ეტიენს” დაუპირისპირდება.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:52 | 02.07.2015
maradonia (428)

არის, ბასილაშვილმა მოიგო, წარმატებები შემდეგ შეხვედრებში. ძალიან, ძალიან გამიხარდა.

0.07716