მიუნხენის “ბაიერნის” ლაზარეთს გუნდის კიდევ ერთი ლიდერი შეემატა. გერმანიის თასის 1/4-ფინალში “ლევერკუზენთან” გასამართ შეხვედრაში “რეკორდმაისტერს” ბასტიან შვაინშტაიგერი არ ეყოლება.
“შვაინშტაიგერი “ლევერკუზენთან” სათამაშოდ მზად არ იქნება. ხვალინდელი მატჩისთვის ჩემს განკარგულებაში მხოლოდ 16 ფეხბურთელია, თუმცა ეს თამაშის ნაწილია. პრობლემის გადაჭრის გზას უნდა მივაგნო.” – განაცხადა მიუნხენელთა მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ.
შვაინშტაიგერის გარდა, “ბაიერნის” ლაზარეთში არიენ რობენი, ფრანკ რიბერი, დავიდ ალაბა, ხავი მარტინესი და ტომ შტარკე არიან.