ტურინის “იუვენტუსის” არგენტინელი თავდამსხმელი კარლოს ტევესი ტრავმირებულია. ამის შესახებ გუნდის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
“დღეს საღამოს კარლოს ტევესი თამაშის ვერ შეძლებს. დილით არგენტინელმა თავდამსხმელმა ფლორენციული შეკრება დატოვა, რადგან მარჯვენა ფეხზე კუნთი აქვს დაჭიმული. სამედიცინო შემოწმება კი ხვალ ჩაუტარდება”, - წერია “იუვეს” საიტზე.
იტალიელი ჟურნალისტების ვარაუდით, ტევესის ტრავმა სერიოზული არ უნდა იყოს და მას მხოლოდ დღეს, “ფიორენტინასთან” და შაბათს, “პარმას” წინააღმდეგ გასამართი მატჩები გაუცდება. არგენტინელის დაბრუნებას კი ჩემპიონთა ლიგაზე “მონაკოსთან” ელიან.
მიმდინარე სეზონს “ელ აპაჩე” ძალიან კარგად ატარებს და ყველა ტურნირის ჩათვლით მეტოქეთა კარში 25 გოლი გაიტანა.