ფეხბურთი

17:48 | 7.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

მუნიაინმა სეზონი დაასრულა

ესპანური “ბილბაოს” 22 წლის შემტევი იკერ მუნიაინი მიმდინარე სეზონში მოედანზე გასვლას ვერ მოახერხებს. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ფეხბურთელს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა.

მუნიაინმა ტრავმა 4 აპრილს, “სევილიასთან” გამართულ შეხვედრაში მიიღო. “ბილბაოს” წარმომადგენლები იმედს გამოთქვამდნენ, რომ დაზიანება სერიოზული არ იყო, მაგრამ მათი მოლოდინი არ გამართლდა. მუნიაინს ჯვარედინა მყესები აქვს გაწყვეტილი და მის მკურნალობას 6-7 თვე დასჭირდება. ეს ნიშნავს, რომ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონის დარჩენილი ნაწილი და მომდევნოს სტარტი გაუცდება.

0.120875