ფეხბურთი

17:36 | 7.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

პუიოლის არჩევანი MLS-ის სასარგებლოდ

რამდენიმე დღის წინათ გამცნეთ, “ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა ლეგენდარულმა მცველმა კარლეს პუიოლმა კოჭის ტრავმა რომ მოირჩინა და 36 წლის ასაკში საფეხბურთო მინდორზე დაბრუნება განიზრახა. მაშინვე გამცნეთ, რომ კატალონელს ყატარისა და აშშ-ის კლუბებისგან ჰქონდა მიწვევა.

და აი, პუიოლმა ასპარეზობის განახლება MLS-ის დასავლეთ კონფერენციის “კოლორადო რეპიდსში” გადაწყვიტა. ეს გუნდი დასავლეთ კონფერენციის გათამაშების ცხრილში ბოლო ადგილზეა. შეგახსენებთ, ბოლო მომენტამდე კარლესი “ბარსელონას” სპორტული დირექტორის თანაშემწედ მუშაობდა.

0.116768