მიუნხენის “ბაიერნის” აღმასრულებელი დირექტორი კარლ-ჰაინც რუმენიგე ესპანელი ნახევარმცველის, ტიაგო ალკანტარას მოედანზე დაბრუნებით გახარებულია.
“ტიაგო ბურთს ისე ეპყრობა, როგორც გენიოსი. ის “ბაიერნს” ბევრ სარგებელს მოუტანს.” – ციტირებს რუმენიგეს სიტყვებს Goal-ი.
ტიაგო ალკანტარა, რომელიც ამჟამად 23 წლისაა, “ბაიერნში” 2013 წელს გადავიდა. ტრავმებმა მას მიუნხენელთა სასტარტო შემადგენლობაში ფეხის მოკიდების საშუალება არ მისცა. ერთწლიანი უქმობის შემდეგ ესპანელი ფეხბურთელი მოდანზე გასულ უმქეებზე, “დორტმუნდთან” გამართულ შეხვედრაში გამოჩნდა.