როგორც dailystar იუწყება, “მანჩესტერ იუნაიტედი” სეზონის ბოლოს რობინ ვან პერსის სხვა გუნდში გაუშვებს. ჰოლანდიელის შემცვლელად ედინსონ კავანი მოიაზრება.
გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისური გრანდი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდის გასაძლიერებლად 150 მილიონ გირვანქას დახარჯავს. ლუის ვან გაალს შეეძლება გუნდის გასაძლიერებლად ხსენებული თანხა გამოიყენოს, ყველაზე დიდი ყურადღება კი ედინსონ კავანის შეძენას დაეთმობა.
რაც შეეხება “არსენალის” ყოფილ ფორვარდს, ვან პერსის გუნდიდან გაშვების მიზეზად დაბალი შედეგიანობა და ტრავმები სახელდება.