ფეხბურთი

14:29 | 7.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“შალკე” სლიმანის სანაცვლოდ 12 მილიონს იხდის

ალჟირის ეროვნული ნაკრების და ლისაბონის “სპორტინგის” თავდამსხმელმა ისლამ სლიმანმა შესაძლოა კარიერა ბუნდესლიგაში გააგრძელოს. “შალკე” მზადაა აფრიკელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 12 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ბოლო პერიოდში 26 წლის ფეხბურთელისადმი ევროპული კლუბები დიდ ინტერესს იჩენენ. სლიმანი პორტუგალიელებს მშობლიური “ბელუიზდადიდან” 2013 წლის ზაფხულში 300 000 ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. მაშინ ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 750 000 ევროს შეადგენდა, ახლა კი ალჟირელის ხელში ჩასაგდებად 10 მილიონი ევროს გაღებაა საჭირო.

მიმდინარე სეზონში სლიმანმა 27 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემაც შეასრულა. “სპორტინგთან” აფრიკელ ფეხბურთელს კონტრაქტი 2017 წლის ივლისამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114466