ჩოგბურთი

14:07 | 7.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვამ კატოვიცეში პირველი გამარჯვება იზეიმა

ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ წარმატებული სტარტი აიღო პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 250 ათასი დოლარი) წყვილთა ბადეში.

კალაშნიკოვა და უნგრელი კატალინ მაროსი არგენტინელ ტატიანა ბუას და ჩილელ დანიელა სეგუელს გაეჯიბრნენ და 7:5, 6:4 იმარჯვეს.

მეოთხედფინალში გასვლის წყალობით, ქართველმა და უნგრელმა ჩოგბურთელებმა 60-60 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავეს, მომდევნო ეტაპზე კი ბელგიელ ისალინ ბონავენტურეს და ჰოლანდიელ დემი შუურს ეთამაშებიან. ამ უკანასკნელთ მე-4 ნომრად განთესილი უკრაინელი ბეიგელციმერი და ჩეხი ჰრდინოვა 6:2, 6:1 დაამარცხეს.

ცნობისთვის, KATOWICE OPEN-ის ნახევარფინალში გასვლა 110 ქულას იძლევა, ფინალისტები 180 ქულას მიიღებენ, ჩემპიონები კი – 280-ს.

0.122994