ფეხბურთი

11:21 | 7.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბაიერნთან” “პორტუ” ტელიოს მოისაკლისებს

პორტუგალიური Abola-ს ინფორმაციით, “პორტუს” შემტევი ესპანელი კრისტიან ტელიო მიუნხენის “ბაიერნის” წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში მონაწილეობას მარჯვენა ფეხის ბარძაყის ტრავმის გამო ვერ მიიღებს.

როგორც ცნობილი ხდება კატალონიის “ბარსელონადან” იჯარით მოთამაშე ფეხბურთელი აპრილის ბოლომდე იუქმებს. შესაბამისად ტელიო პორტუგალიელებისა და გერმანელების ორრაუნდიან დაპირისპირებას 15 და 21 აპრილს გამოტოვებს. ჩემპიონთა ლიგის მატჩების გარდა შემტევმა შესაძლოა პრემიერლიგაში ლისაბონის “ბენფიკას” წინააღმდეგ 26 აპრილს 30-ე ტურის მატჩიც გამოტოვოს.

მიმდინარე სეზონში 23 წლის ფეხბურთელმა 36 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 8 გოლი და 11 საგოლე გადაცემაც შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119315