ჩოგბურთი

22:56 | 6.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქვაცაბაიამ ძირითად ბადეში ვერ გააღწია

შვეიცარიულ კიაზოში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში გასვლა ვერ მოახერხა სოფო ქვაცაბაიამ.

ქართველი ჩოგბურთელი კვლიფიკაციაში მე-7 ნომრად გახლდათ განთესილი და საწყის რაუნდში დაისვენა, შემდეგ იტალიელ ფედერიკა გარდელას 4:6, 6:3, 6:2 სძლია, გადამწყვეტ წრეში კი მე-9 რეიტინგის მქონე ჩეხ ჯესიკა მალეჩკოვასთან 3:6, 0:6 დამარცხდა.

პირდაპირ ძირითად ბადეში გახლავთ დაშვებული ეკატერინე გორგოძე, რომელიც პირველ წრეში გერმანელ ენ შეფერს გაეჯიბრება.

წყვილთა ტურნირში ქვაცაბაია და გორგოძე ძალებს რუს ლეიკინასთან და იტალიელ სავორეტისთან მოსინჯავენ.

0.12005