ფეხბურთი

22:15 | 6.04.2015 | ნანახია 3918 - ჯერ

ნახევარფინალების დროც დადგა

სამშაბათს დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების პირველი ნახევარფინალური მატჩები გაიმართება. ივანწმინდაში “ჩიხურა” “სამტრედიას” უმასპინძლებს, ერთი საათით გვიან კი “დინამო არენაზე” თბილისის “დინამო” “ცხინვალს” დაუხვდება.

საინტერესოა, რომ ნახევარფინალის მონაწილეთაგან, ისტორიის განმავლობაში თასი მხოლოდ დინამოელებს აღუმართავთ. დინამო თასის 11-გზის მფლობელია. თბილისელთა გამარჯვებით დამთავრდა ბოლო ორი გათამაშებაც. შარშანწინ ჩეხი დუშან უჰრინ უმცროსის, შარშან კი მალხაზ ჟვანიას თავკაცობით. ორივე ფინალში დინამოელთა მეტოქე სოსო ფრუიძის გაწვრთნილი ”ჩიხურა” იყო.

ნახევარფინალში “დინამოს” ”ცხინვალთან” ადრეც უთამაშია, 2009-10 წლების გათამაშებაში. მაშინ პირველი მატჩი გორის ქართლის სტადიონზე 0:0 დამთავრდა, საპასუხო შეხვედრაში კი დინამოელებმა თენგიზ ჩიკვილაძის გოლითა და მათე ვაწაძის დუბლით 3:0 იმარჯვეს, ფინალში გავიდნენ და იქ შემდეგ “ვიტ ჯორჯიასთან” დამარცხდნენ.

დინამოელებმა ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ორი მატჩი ფრედ დაამთავრეს. ამისდაკვალად, ლიდერობა ჯერ ბათუმის “დინამოს” დაუთმეს, მაგრამ, შემდეგ მაინც დაიბრუნეს. ისევ ერთპიროვნული ლიდერები არიან. ცხინვალელბმა კი, რომლებსაც ასევე აქვთ ამ ზაფხულს ევროთასებზე გასვლის ამბიცია, ბოლო 3 თამაში წააგეს, ლიდერებს გვარიანად ჩამორჩნენ და ახლა, ალბათ, ევროსაგზურს თასზე წარმატებული გამოსვლით თუ მოიპოვებენ. ამიტომ, არაფერს დათმობენ და სავარაუდოდ “დინამოს” დიდ ბრძოლას გაუმართავენ.

ცხინვალელთა მსგავსად ევროპაში გასვლა სამტრედიელებს და საჩხერელებსაც სურთYდა თუ სატურნირო ცხრილს გადავხედავთ, ამის საუკეთესო საშუალებად ამათთვისაც თასზე კარგად თამაში რჩება, ამიტომ მართლაც საინტერესო მატჩებია მოსალოდნელი. “ჩიხურა” ზედიზედ მესამედ გავიდა ნახევარფინალში. სოსო ფრუიძემ უკვე იცის როგორ უნდა ფინალში გაღწევა. სამტრედიელებს ამ მხრივ ნაკლები გამოცდილება აქვთ, თუმცა სათასო შეხვედრებს თავისი სპეციფიკა გაააჩნია, ამიტომ წინასწარ არაფრის თქმა შეიძლება.

“დინამო”- “ცხინვალის” პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი შემოგვთავაზებს.

ჩიხურა (საჩხერე) – სამტრედია

ივანწმინდა. ცენტრალური. 16:00

დისკვალიფიცირებულები: დავით ბოლქვაძე, გიგა ბეჭვაია (ორივე სამტრედია)

მსაჯები: ა. ნონიკაშვილი, ზ. მენთეშაშვილი, ზ. ფიფია, გ. კიკაჩეიშვილი, ი. კვირიკაშვილი, ლ. კვარაცხელია (სათადარიგო)

წლევანდელ გათამაშებაში:

ჩიხურა. მერვედფინალი: ზესტაფონი 0:0, 1:0. მეოთხედფინალი: მეტალურგი 0:0, 3:0.

სამტრედია. მეთექვსმეტედფინალი: ბეთლემი 3:0, 4:1. მერვედფინალი: დინამო (ბათუმი) 1:4, 3:0. მეოთხედფინალი: ტორპედო 2:1, 0:0.

დინამო (თბილისი) – ცხინვალი

თბილისი.”დინამო არენა.” 17:00

დისკვალიფიცირებულები: ლაშა თოთაძე, სტეფან ბუკორაცი (ორივე დინამო); დავით იმედაშვილი, ნიკა კაჭარავა (ორივე ცხინვალი)

მსაჯები: დ. ხარიტონაშვილი, ბ. ჭიჭინაძე, ლ. თოდრია, ჯ. ხორავა, ა. ბასლეჰლო, გ. ავაზაშვილი (სათადარიგო)

წლევანდელ გათამაშებაში:

დინამო. მერვედფინალი: შუქურა 1:1, 3:1. მეოთხედფინალი: დილა 0:0,1:0

ცხინვალი. მეთექვსმეტდფინალი: საბურთალო 1:2, 3:0. მერვედფინალი: საპოვნელა: 3:0, 0:0. მეოთხედფინალი: ვიტ ჯორჯია 4:5, 4:1


კომენტარები (13)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:56 | 21.09.2013
mushni (93569)

ვალდეს მაგარს ყომარობს

21:47 | 21.09.2013
I.Arqania (558)

ეს იცით რისი ბარლია ბრატცი დათუნაშვილი 74კგ მანუჩარ ცხადაია 66 კგ და ვლადიმერ გეგეშიძე რომ არ წაიყვანეს 84კგ

10:52 | 22.09.2013
piqrii (3)

და შენ რო არ წაგიყვანეს კიდე ხოო?

22:57 | 21.09.2013
mushni (93569)

მასეა ნამდვილად

21:39 | 21.09.2013
mushni (93569)

ხვალ მედლებიიი

21:39 | 21.09.2013
mushni (93569)

წააგეს ყველამ

21:38 | 21.09.2013
ambako (2432)

ჰოლანდიაში რო იცხოვრებ და გვარად დაზმირი იქნები სახელად კი აბასი!!1 გადაირევი კაცი ..
(რა ვქნა ჩვენი ბიჭების შემხედვარე ასეტ რამეებზე ვხალისობ... ბოდიში ბატონო)

21:17 | 21.09.2013
mushni (93569)

Eჰ რა ხდებ

19:24 | 21.09.2013
მტკიცე მუხლით გვიეწევს ბრძოლა დღეს ვინ იგებს? ბარსელ........:D (1902)

asea partiuli mishnit ro cem kacs pativs da nishnav imito vart magar formashi

10:41 | 22.09.2013
piqrii (3)

გეთანხმებით

19:18 | 21.09.2013
MEGRELI777 (707)

ჭიდაობთ დაილბ თუ ბალეტს ცეკვავთ რამ გამოგა....ას ასე

19:06 | 21.09.2013
shtilike (379)

"მსოფლიოს ჩემპიონატის შედეგი დამაკმაყოფილებლად ჩაითვლება, თუკი სამ მედალს მოვიპოვებთ, ოღონდ მინიმუმ ერთი მედალი უმაღლესი სინჯის უნდა იყოს. ასაკობრივ ნაკრებებს კი უფრო მეტი მოეთხოვებათ” – აღნიშნა კურტანიძემ"....ეს ბერძნულ-რომაულზეა ლაპარაკი....ხვალ სამი მედალი თუ არ ავიღეთ,თან ერთი ოქრო, ესეიგი ჩაფლავდა ნაკრები თავის პრეზიდენტიანად....

18:53 | 21.09.2013
gogajio (17)

უკვე ჩვენ ფეხბურთს ემსგავსება რა ჩვენი ჭიდაობა

21:16 | 21.09.2013
mushni (93569)

Kiiიii

18:39 | 21.09.2013
ambako (2432)

ეს ლაივი რაღად გვინდოდა? ჩვენს საცოდაობას რომ ვუყუროთ? ქე მაინც მოგვატყუებდნენ მერე მსაჯებმა დაგვჩაგრესო.. ფუჰ..

17:12 | 21.09.2013
saba001 (61)

ბიჯებო ხმა რატოარააქვსstripslashes((strlen('http://www.fila-official.com/sites/ultimate/index.php?option=com_content&view=article&id=5&Itemid=83&lang=en')>0?',http://www.fila-official.com/sites/ultimate/index.php?option=com_content&view=article&id=5&Itemid=83&lang=en':',http://www.fila-official.com/sites/ultimate/index.php?option=com_content&view=article&id=5&Itemid=83&lang=en')) ამ ლინკზეე?

16:28 | 21.09.2013
shtilike (379)

პოლონეთის ტურნირის მერე დავწერე არა მაქვს ლაშხის იმედითქო....სამწუხაროდ მართალი აღმოვჩნდი...

16:33 | 21.09.2013
saba001 (61)

ვისზე ამყარებ იმედებს shtilike (219)?

17:13 | 21.09.2013
shtilike (379)

ყველაზე მეტი დავითაიას იმედი მაქვს

18:26 | 21.09.2013
ambako (2432)

ეეეჰ... რაღაცას დაწერდა კაცი მარა დაიბლოკები და რა აზრი აქვს

21:17 | 21.09.2013
mushni (93569)

DDDD

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.069086
3918