ფეხბურთი

18:11 | 6.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

კავანი იბრაჰიმოვიჩთან არ მეგობრობს
ურუგვაელი პსჟ-ს დატოვებას არ გამორიცხავს

ფრანგული “პარი სენ ჟერმენისა” და ურუგვაის ნაკრების თავდამსხმელმა ედინსონ კავანიმ ფრანგულ ტელეარხ “კანალ პლუსთან” ისაუბრა. 28 წლის ფორვარდის თქმით, არაა გამორიცხული მიმდინარე სეზონის შემდეგ პარიზი დატოვოს. გარდა ამისა, სამხრეთამერიკელმა შვედ ზლატან იბრაჰიმოვიჩთან თავის ურთიერთობაზეც გააკეთა კომენტარი.

“მომავალი? – არასდროს არაფერი იცი. ამჟამად მხოლოდ სეზონის წარმატებულად დასრულებაზე ვფიქრობ და ყველაფერს გავიღებ კლუბმა რომ უკეთესი შედეგი აჩვენოს. სიმართლეს ვამბობ, პარიზში ბედნიერი ვარ, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ხდება და მომავალში არავინ იცის რა იქნება.

იბრაჰიმოვიჩი? – მას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ შეუძლებელია ყველასთან იმეგობრო”, - ამბობს კავანი.

ბოლო დროს გახშირდა საუბარი იმის შესახებ, რომ კავანიმ შესაძლოა ზაფხულში გუნდი შეიცვალოს. მის სახელს ყველაზე მეტად ტურინის “იუვენტუსთან” აკავშირებენ. კავანი “პარკ დე პრენსზე” 2013 წლის ზაფხულში იტალიური “ნაპოლიდან” 64 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

მიმდინარე სეზონში მან ლიგა 1-ში ჩატარებულ 28 მატჩში მხოლოდ 8 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117824