ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემამ L'Equipe-მ ლიგა 1-ის 31-ე ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.
კვირის საუკეთესო თერთმეტეულში ყველაზე მეტი, სამ-სამი მოთამაშე "პარის სენ-ჟერმენიდან" და "რენიდანაა"წარდგენილი.
31-ე ტურის სიმბოლური ასეთია:
მეკარე: კოსტილი ("რენი");
მცველები: მექსერი ("რენი"), მარიანო ("ბორდო"), ტიაგო სილვა, მაქსველი (ორივე პსჟ);
ნახევარმცველები: ტოლისო ("ლიონი"), მატუიდი (პსჟ), ნტეპი ("რენი"), ბუფალი ("ლილი");
თავდამსხმელები: მაიგა ("მეცი"), ჟინიაკი ("მარსელი").