მადრიდული "რაიო ვალეკანოს" შემტევს ალბერტო ბუენოს "პორტო" გაიფორმებს - იუწყება პორტუგალიური გამოცემა O Jogo.
27 წლის ფეხბურთელს ზაფხულში მადრიდულ კლუბთან მოქმედი ხელშეკრულება ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება. ბუენოს ძლიერ კლუბში წასვლა სურს და მისით პორტუგალიური გრანდის გარდა, იტალიური "ნაპოლიც" ინტერესდება.
მიმდინარე სეზონს ბუენო შედეგიანად ატარებს. მან ლა ლიგაში 28-ჯერ ითამაშა, 16 გოლი გაიტანა და 4-ჯერ გუნდელებს გაატანინა.