ლონდონის "არსენალი" ფრანგული "პარის სენ-ჟერმენის" ნახევარმცველით იოჰან კაბაიეთი ინტერესდება - იუწყება ბრიტანული გამოცემა Sunday People.
ლონდონელები 29 წლის ფეხბურთელით ადრეც ინტერესდებოდნენ, თუმცა მისი გაფორმება ვერ მოახერხეს. კაბაიეს პარიზულ კლუბში კარიერა მთლად კარგად ვერ აეწყო და გამორიცხული არაა, რომ სამუშაო ადგილის შეცვლა მოისურვოს.
მას პსჟ-სთან მოქმედი კონტრაქტი 2017 წლამდე აკავშირებს და 20 მილიონ ევროდაა შეფასებული.
კაბაიემ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 27 შეხვედრა ჩაატარა და პსჟ-ს ორი გატანილი გოლით შეეწია.