ფრანგული "მარსელის" შემტევით ანდრე აიუთი რამდენიმე ძლიერი კლუბი ინტერესდება. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი გამოცემები L'Equipe და ESPN იუწყებიან.
ნახსენები წყაროების ცნობით, 25 წლის ფეხბურთელის დამატება "დორტმუნდს", "ვოლფსბურგსა" და "ტოტენჰემს" სურთ. ზაფხულში აიუ თავისუფალი აგენტი ხდება და მისი გაფორმება უფასოდ იქნება შესაძლებელი, რაც მოთამაშისადმი ინტერესს ორმაგად ზრდის.
ანდრემ მიმდინარე სეზონში "მარსელის" მაისური 24-ჯერ მოირგო, 8 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.