საფეხბურთო კლუბ ქედის “ბეთლემის” ვარჯიშის დროს გუნდის მოთამაშე-მწვრთნელი, 27 წლის არჩილ ფარტენაძე გულის შეტევით გარდაიცვალა. ფეხბურთელმა, რომელსაც გულის პრობლემები ადრეც აწუხებდა, ვარჯიშის მიმდინარეობისას თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზევე გარდაიცვალა.
არჩილ ფარტენაძეს ბათუმის “დინამოსა” და “ადელში” უთამაშია, 2013 წლიდან კი ქედის “ბეთლემის” წევრი იყო. მოთამაშის გარდა გუნდის მთავარი მწვრთნელის ფუნქციებსაც ასრულებდა.
“მსოფლიო სპორტი” მწუხარებას გამოთქვამს და თანაგრძნობას უცხადებს არჩილ ფარტენაძის ოჯახს.