“ლევანტესთან” საკუთარ მოედანზე 1:4 მარცხის შემდეგ, “ალმერიას” ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელი ხუან იგნასიო მარტინესი დაითხოვა.
ეს იყო ზედიზედ მეშვიდე მოუგებელი თამაში ესპანეთის პრიმერა დივიზიონში (3 ფრე და 4 მარცხი) და გუნდი “ლევანტეს” ნაცვლად გასავადნ ზონაში დაეშვა. “ალმერია” 25 ქულით მე-18 ადგილზეა.
ხუან იგნასიო მარტინესი გუნდში 2014 წლის დეკემბრიდან მუშაობდა.
“მწვრთნელის მუშაობის საწყისი ეტაპი იმედისმომცემი იყო, მაგრამ ახლა ჩემპიონატში პრობლემები დაიწყო” - წერია “ალმერიას” ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ჯერჯერობით მიგელ რივერა შეასრულებს, რომელსაც მიმდინარე სეზონის განმავლობაში პირველად არ უწევს ამ თანამდებობის დაკავება. დეკემბერში, ფრანსისკოს წასვლის შემდეგ, მან “ალმერია” მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ ათამაშა და 1:4 დამარცხდა.