ფეხბურთი

12:19 | 6.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკი: “დორტმუნდს” დიდ პატივს ვცემ”

პოლონეთის ეროვნული ნაკრების და მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი ბუნდესლიგის 27-ე ტურში დორტმუნდის “ბორუსიას” წინააღმდეგ სტუმრად მოგებულ (1:0) შეხვედრაში ერთადერთი გოლის ავტორი გახდა. 36-ე წუთზე ყოფილი გუნდის კარში გატანილი ბურთი პოლონელმა არ აღნიშნა და ეს ფაქტი მან შემდეგნაირად ახსნა: “ბორუსიას” და მის გულშემატკივრებს ჯერ კიდევ უდიდეს პატივს ვცემ. ამიტომაც არ აღვნიშნე გოლი.”

ლევანდოვსკი ბავარიელებს 2014 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მიმდინარე სეზონში 26 წლის ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 37 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 18 გოლი და 11 საგოლე გადაცემაც შეასრულა.

ბუნდესლიგის მე-10 ტურში მიუნხენელებმა “ალიანს არენაზე” “დორტმუნდი” ანგარიშით 2:1 დაამარცხეს. მაშინ რობერტმა ყოფილი გუნდის კარში გოლი 72-ე წუთზე გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა.

0.113611