უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის კონფლიქტების დარეგულირების პალატამ, “დნიპროს” ყოფილი სამწვრთნელო შტაბისათვის ორი მილიონი ევროს გადახდა დააკისრა.
უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით ესპანელმა სპეციალისტმა ხუანდე რამოსმა მიმართა, რომელიც გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო და ორგანიზაციის პალატამაც კლუბს ვალების გასტუმრება დააკისრა. “დნიპროს” აქვს უფლება, რომ ეს გადაწყვეტილება ლოზანაში, სპორტულ არბიტრაჟში გაასაჩივროს.
რამოსი “დნიპროში” 2010-იდან 2014 წლამდე მუშაობდა. მისი მთავარი მიღწევა უკრაინის 2013/2014 წლების ჩემპიონატში მეორე ადგილის დაკავებაა. კლუბს მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურდა, მაგრამ ესპანელმა უარი განაცხადა და სამშობლოში დაბრუნდა.