ფეხბურთი

1:33 | 6.04.2015 | ნანახია 2507 - ჯერ

ვაწაძის მორიგი გოლი, ცხადაძის გამარჯვება

მათე ვაწაძემ მიმდინარე სეზონში დანიის რანგით მეორე ლიგაში მე-13 გოლი გაიტანა. “ორჰუსმა” გასვლით მატჩში 2:1 დაამარცხა “ვენდსისელი.” ანგარიში 34-ე წუთზე ქართველმა ფორვარდმა გახსნა, მეორე ტაიმის დასაწყისში წონასწორობა აღდგა, თუმცა რამდენიმე წუთში ოლსენმა გამარჯვების გოლი გაიტანა. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა მატჩი სრულად ჩაატარა, მათე ამ მატჩის შემდეგ დანიის პირველი დივიზიონის ბომბარდირთა დავაში გალიდერდა. “ორჰუსის” განაცხადში მოხვდა დავით სხირტლაძე, თუმცა თამაშში მონაწილეობა არ მიუღია, დავით დევდარიანი კი განაცხადში არ იმყოფებოდა.

22 ტურის შემდეგ “ორჰუსი” სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე იმყოფება და ლიდერ “ვიბორგს” ექვსი ქულით ჩამორჩება.

აზერბაიჯანის პრემიერლიგის 25-ე ტურში ბაქოს “ნეფთჩიმ” გასვლით მატჩში 1:0 დაამარცხა “სიმურგი.” გიორგი ჩიხრაძის გუნდს ერთადერთი გოლი 76-ე წუთზე კანალესმა გაუტანა.

ბაქოს “ინტერმა” საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა ლენქორანის “ხაზარი.” გოლები დავიდ მეზა კოლისა და სტანკოვიჩის ანგარიშზეა. კახა ცხადაძემ სასტარტო შემადგენლობაში დააყენა ლაშა სალუქვაძე და ბაჩანა ცხადაძე. სალუქვაძემ მოედანი შესვენების შემდეგ დატოვა, ცხადაძე კი 55-ე წუთზე სეზარ მეზა კოლიმ შეცვალა. “ინტერის” განაცხადში არ იმყოფებოდნენ გიორგი ლომაია და ალექსანდრე ამისულაშვილი.

აზერბაიჯანის 10 გუნდიან პრემიერლიგაში “ინტერი” 47 ქულით მეორე ადგილს იკავებს, “სიმურგი” კი 35 ქულით მე-5 პოზიციაზეა.

გერმანიის მესამე ლიგის 31-ე ტურში “ოსნაბრიუკმა” შინ 1:0 დაამარცხა “უნტერჰაჰინგი.” სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა ლუკას ჰუფნაგელი, რომელიც მატჩის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე შეცვალეს. გერმანიის მესამე ლიგის სატურნირო ცხრილში, რომელშიც ოცი გუნდი ასპარეზობს, “უნტერჰაჰინგი” 31 ქულით მე-18 ადგილზეა და რეგიონლიგაში გავარდნის საფრთხის წინაშე დგას.

სომხეთის პრემიერლიგის მე-19 ტურში “მიკამ” სტუმრად 1:0 დაამარცხა “ულისე.” მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში მოხვდნენ გიორგი ხუბუა, დავით ხურციძე, ირაკლი გეფერიძე, ლევან ჯღარკავა და ირაკლი ჭეჟია. “ულისეს” სათადარიგოთა სკამზე ისხდნენ ნიკა ფილიევი და გალაკტიონ ზოიძე. სომხეთის პრემიერლიგაში 10 გუნდი იღებს მონაწილეობას, “ულისე” კი 38 ქულით მხოლოდ ლიდერ “პიუნიკს” ჩამორჩება.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

09:09 | 24.03.2017
შტაბკარწირა ქინძი მიშა (276)

უკვე ფეხბურთის საყურებლად კი არ დავდივარ, მაინტერესებს დვალიშვილმა შემთხვევით გოლი რომ გაიტანოს ნეტავ თუ ახსოვს როგორ უნდა აღნიშნოს

10:29 | 24.03.2017
BEERTRANCE (97819)

ჩაგეთვალა DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

09:28 | 24.03.2017
Dimitriusi GV@rdiol@ (601)

:სგ

05:39 | 24.03.2017
MARGVELI (1791)

გერმანელი მსაჯების ხათრით თუ წავა კაცი თორემ ამაღ საყურებლად დრო როგორ უნდა დაკარგო ☺

05:20 | 24.03.2017
araza-1918 (6330)

ლორია
ლობჟამიძე-კვირკველია-კაშია-ნავალოვსკი
კაკაბაძე-კანკავა-გვილია
ანანიძე-ყაზაიშვილი
დვალიშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.066544
სარეკლამო ადგილი - 99
X x X
2507