ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა პოლონეთის ქალაქ კატოვიცეს 250-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში გასვლას ცდილობდა, თუმცა, მიზანს ვერ მიაღწია.
KATOWICE OPEN-ის პირველ საკვალიფიკაციო წრეში ოქსანა შვედ სუსან ჩელიკს დაუპირისპირდა და 5:7, 4:6 დამარცხდა.
კალაშნიკოვას ჯერაც ჩასატარებელი აქვს წყვილთა შეხვედრა. ის და უნგრელი კატალინ მაროსი საწყის რაუნდში არგენტინელ ტატიანა ბუას და ჩილელ დანიელა სეგუელს გაეჯიბრებიან.