საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებაზე ლატვიაში გაემგზავრა, სადაც ქალაქ კანდავაში პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი გუნდი კლუბ „სალდუს" შეხვდა და 17 ქულის სხვაობით – 74:57 იმარჯვა.
2 პერიოდი – მეორე და მესამე ფრედ, თანაც ერთნაირი ანგარიშით – 15:15 დასრულდა. ქართველებმა პირველ და მეორე მეოთხედებში, შესაბამისად, 20:14 და 24:13 იმარჯვეს. საქართველოს ნაკრებში 15 ქულითა და 19 მოხსნით საუკეთესო ზაურ ჯანელიძე გახლდათ. 12 ქულა დააგროვა ნიკა მეცხვარიშვილმა, ხოლო ლადო ალავიძემ და კოკა ფიფიამ პირად ანგარიშზე 11-11 ქულა ჩაიწერეს.
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ადგილობრივ კლუბებთან კიდევ სამ სპარინგ-მატჩს გამართავს და 12 აპრილს გეზს რუმინეთისკენ აიღებს, სადაც 19 აპრილამდე დარჩება და საერთაშორისო ამხანაგურ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოსა და მასპინძელ რუმინეთთან ერთად ტურნირში მონაწილეობას ბულგარეთის 16-წლამდელთა ნაკრებიც მიიღებს.
www.gbf.ge