“ინტერის” ხელმძღვანელობა 20 წლის ნახევარმცველის, მატეო კოვაჩიჩის “ბარსელონას” ფეხბურთელ პედროში გაცვლას გეგმავს. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
“ნერაძური” აღნიშნული გაცვლის განხორციელებას ზაფხულში გეგმავს. მიმდინარე სეზონში კოვაჩიჩმა იტალიის ჩემპიონატში 26 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა, 27 წლის პედროს ანგარიშზე კი 26 მატჩში 5 გოლია.