ფეხბურთი

17:49 | 5.04.2015 | ნანახია 1160 - ჯერ

ერერა: “რუნი ჩვენი ლიდერია”

“მანჩესტერ იუნაიტედის” 25 წლის ესპანელმა ნახევარმცველმა ანდრე ერერამ აზრი გამოთქვა თავისი თანაგუნდელის, უეინ რუნის შესახებ.

“უეინ რუნი ჩვენი გუნდის ლიდერია. ის ძალიან ძლიერია, არამარტო ფიზიკურად, არამედ მენტალურადაც. ვფიქრობ, თამაშის დროს ყველა მას მიჰყვება. ის ჩვენი კაპიტანია, ჩვენი ლიდერია, ყველას აჩვენებს, თუ რას წარმოადგენს “მანჩესტერ იუნაიტედი”.

“მანჩესტერმა” გუშინ პრემიერლიგის 31-ე ტურის მატჩში, “ასტონ ვილა” ერერას დუბლის და რუნის გოლით 3:1 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელ ოთხეულშია.

ანდრე ერერა “ატლეტიკოდან” “მანჩესტერში” 2014 წელს გადავიდა. ნახევარმცველმა “წითელი ეშმაკუნების” მაისურით 19 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:14 | 05.04.2015
man united20 (1478)

ნამდვილათ ლიდერია რუნი მანიუსი. მიდით მანიუ დარჩენილი თამაშებიც უნდა მოიგოთ.

18:26 | 05.04.2015
ioska123 (1425)

Mgeli xar ander... )))

0.129363