ესპანეთის პრიმერადივიზიონის ტურში მადრიდის “რეალმა” “გრანადა” დიდი ანგარიშით დაამარცხა - 9:1. აღნიშნული მატჩი გამორჩეული გამოდგა მასპინძელთა პორტუგალიელი ლიდერის, კრიშტიანუ რონალდუსთვის, რომელმაც მეტოქეს 5 გოლი გაუტანა.
რონალდუს კარიერაში აქამდე ერთ მატჩში ხუთჯერ არასდროს გაეტანა. გარდა ამისა, მან ჰეთ-თრიქის შესრულება რვაწუთიანი ინტერვალით შეძლო, რაც ესპანური “ლა ლიგის” ისტორიაში მეორე შედეგია. უფრო სწრაფად ჰეთ თრიქი 1992 წელს ლეგენდარულ ესპანელს, ფერნანდო იეროს აქვს შესრულებული – 6 წუთში.
კრიშტიანუ რონალდუმ გატანილი 5 გოლის შემდეგ ბომბარდირთა დავაში ლიონელ მესის 4 გოლით გადაასწრო. ახლა მის ანგარიშზე 36 ბურთია.