ფეხბურთი

14:31 | 5.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

კოკუმ აღიარა: დეპაი პსვ-ს დატოვებს

ჰოლანდიური პსვ ეინდჰოვენის მწვრთნელმა ფილიპ კოკუმ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ გუნდის ლიდერი მემფის დეპაი კარიერაში შემდეგი ნაბიჯისთვის მზადაა.

“დეპაი შემდეგი წინ გადადგმული ნაბიჯისთვის მზადაა და ვფიქრობ, რომ სეზონის შემდეგ იგი დაგვტოვებს.” – თქვა კოკუმ.

გავრცელებული ინფორმაციით, “მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცი ლუი ვან გაალი დეპაის ნიჭით მოხიბლულია და მისი გადაბირება სურს. 21 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება მიმდინარე სეზონის დაწყების შემდეგ 3 მილიონით გაიზარდა და ახლა 15 მილიონ ევროს შეადგენს.

მიმდინარე სეზონში განური ფესვების მქონე შემტევმა 35 მატჩში 25 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემაც შეასრულა. ის ერედივიზიონში 19 გატანილი გოლით ბომბარდირთა დავას ლიდერობს. გასულ სეზონში ფეხბურთელმა 43 მატჩი 14 გოლი გაიტანა.

ჰოლანდიის ნაკრებში დეპაის დებიუტი 19 წლის ასაკში, სწორედ ლუი ვან გაალის დამსახურებით შედგა. ჰოლანდიელმა სპეციალისტმა მემფისი ბრაზილიაში გამართულ მუნდიალზეც იახლა, სადაც შემტევმა ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემაც შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111746