ევროლიგის ტოპ-16-ის მე-13 ტურის საუკეთესო მოთამაშედ ბერლინის “ალბას” 28 წლის ამერიკელი გამთამაშებელი ალექს რენფრო დაასახელეს. ინფორმაციას ევროლიგის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
ევროლიგის მეცამეტე ტურში ათენში “ალბამ” “პანათინაიკოსს” 68:66 მოუგო. ბერძნების დამარცხებაში ლომის წილი რენფრომ დაიდო. ალექსმა გუნდს 16 ქულა, 9 პასი და 4 მოხსნა შესძინა. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 28 პუნქტს უწია.
ალექს რენფროს მომენტები:
https://www.youtube.com/watch?v=U6GHQjmoH8c