ფეხბურთი

13:55 | 5.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერი” მარკინიოსს არ ეშვება

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ბრაზილიის ნაკრებისა და “პარი სერ ჟერმენის” მცველმა მარკინიოსმა შესაძლოა კარიერა “მანჩესტერ იუნაიტედში” გააგრძელოს.

“წითელი ეშმაკები” მზად არიან, ფეხბურთელის სანაცვლოდ 55 მილიონი ევრო გადაიხადონ. ინგლისელები ფეხბურთელის გადაბირებას ზამთარშიც ცდილობდნენ, თუმცა, უშედეგოდ.

ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონ ევროს შეადგენს და მანჩესტერელები ორმაგ თანხაზე მეტსაც კი იხდიან. “სელესაოს” მცველს პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2019 წლის ივლისამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში მარკინიოსმა 31 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავი ერთი გატანილი გოლით გამოიჩინა.

0.101989