ფეხბურთი

11:48 | 5.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ობრანიაკი საავადმყოფოში მოხვდა

თურქული “რიზესპორის” პოლონელი ნახევარმცველი ლუდოვიკ ობრანიაკი სასწრაფო წესით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თურქეთის ჩემპიონატში გუშინ გამართული მატჩის პირველ ტაიმში, რომელშიც “რიზესპორი” “ფენერბახჩესთან” 1:5 დამარცხდა, 30 წლის ფეხბურთელი მოულოდნელად შეუძლოდ გახდა. სამწვრთნელო შტაბმა ის მომენტალურად შეცვალა და საავადმყოფოში გააგზავნა.

Eurosport-ის ცნობით, ექიმები ვარაუდობენ, რომ პოლონელს ინფარქტი დაემართა, თუმცა, ზუსტი დიაგნოზი ჯერჯერობით დასმული არაა. პოლონეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, რომელიც “რიზესპორში” ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ბრემენის “ვერდერიდან” განათხოვრების წესით გადავიდა, თურქეთის სუპერლიგის 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ორი გოლი გაიტანა.

0.121324