იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში გიორგი შერმადინის “კანტუმ” “უპეა კაპო დ’ორლანდო” მიიღო და მეტოქე 93:67 გაანადგურა.
ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და 22 წუთში 10 ქულა, 7 მოხსნა (2 შეტევაში) და 1 პასი მიითვალა. შერმადინმა 6-დან 5 ორქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.
კანტუელთაგან ყველაზე შედეგიანი ნბა-ში გამობრძმედილი მეტა ვორლდ პისი (რონ არტესტი) იყო, რომელმაც 18 წუთში 19 ქულა ჩააგდო.
შერმადინის კლუბმა 11 მოგება და 13 მარცხი მოაგროვა და 16-გუნდიან ლიგაში მე-11 ადგილზე იმყოფება.