ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსი” შინ “ორლანდო მეჯიქთან” 90:97 დამარცხდა. მატჩში გადამწყვეტი ბოლო 2-წუთიანი მონაკვეთი აღმოჩნდა, რომელიც “ორლანდომ” 9:2 მოიგო.
ზაზა ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 23 წუთი და 21 წამი დაჰყო. ამ დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს 4 ქულა, 6 პასი, 5 მოხსნა და 2 ჩაჭრა შესძინა. ფაჩულიამ 4-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, ერთი პერსონალური ჯარიმა მიიღო და ბურთიც მხოლოდ ერთხელ დაკარგა.
შეხვედრაში ყველაზე მეტი, 23 ქულა “ორლანდოს” ფორვარდმა ტობიას ჰარისმა ჩააგდო. “მილუოკiში” 18 ქულით ერსან ილიასოვა გამოირჩა.
“მილუოკი” 38 მოგებით და 39 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზე იმყოფება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ყოველთვის ვერ ითამაშებ ერთ დონეზე
ყოველთვის რა კაი თამაში ქონდა 4 ქულა ცოტაა მარ ზატო ცოტაც ესროლა 4-2 არაა ცუდი შედეგი და პროცენტიც კაია. თან 6 პასი 5 მოხსნა და 2 ჩაჭრა დროც არც ისე ბევრი ქონდა და როგორც ყოველთვის პარკეტზე ყონის დროს +10 ქონდა ზაზას
არ წაუვიდა თამაში