მადრიდის "რეალს" ორთვიანი პაუზის შემდგომ კოლუმბიელი ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი უბრუნდება. სამხრეთამერიკელმა ტრავმა სრულად მოიშუშა და ესპანური მედიის ვარაუდით, 5 აპრილს "გრანადას" წინააღმდეგ გასამართი მატჩი ხამესმა შესაძლოა ძირითად შემადგენლობაში დაიწყოს.
კოლუმბიელმა ფეხბურთელმა ბოლოს 31 იანვარს სან სებასტიანის "რეალ სოსიედადის" (4:1) წინააღმდეგ ითამაშა, რომელშიც მან ანგარიშიც გახსნა. მას შემდეგ კი ლაზარეთში იმყოფებოდა.