ფეხბურთი

17:39 | 4.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“იაშკა”: გოლი 18 წლის შემდეგ

ასეთი უხვგოლიანი ტური კარგა ხანია აღარ ყოფილა - რვა მატჩში 31 გოლი გავიდა. შესრულდა ოთხი დუბლი. ცენტრალურ შეხვედრაში თბილისის “დინამომ” შინ “დილას” ვერ მოუგო, თუმცა ფრეც საკმარისი გამოდგა პორველ ადგილზე დასაბრუნებლად, რადგან მოულოდნელად ბათუმის ”დინამომ” ქობულეთში “ტორპედოსთან” წააგო. თბილისელთაგან დუბლი ვახტანგ ჭანტურიშვილმა მიითვალა. ის ჩემპიონთა რიგებში ზამთარში “ზესტაფონიდან” გადავიდა და ახალ კლუბში გოლების ანგარიში დუბლით გახსნა.

ბათუმის “დინამოს” ზედიზედ ექვსჯერ მოეგო, ჯამში კი 11 ტურის განმავლობაში არ დამარცხებულიყო. აქამდე ზღვისპირელებს ბოლოს შარშან, 25 ოქტომბერს წაეგოთ “გურიასთან.” ახლა კი ბოლო დროს მოფერიანებულ ”ტორპედოს” ვერ გაუმკლავდნენ. მთავარი ის არის, რომ ქუთაისელებმა თამაშითაც აჯობეს მასპინძლებს. “ტორპედომ” მიჯრით მეოთხე შეხვედრა მოიგო და აღმასვლას აგრძელებს.

დამარცხდა მეორე აჭარული გუნდიც. “შუქურამ” სამტრედიაში 1:4 წააგო. მასპინძელთაგან ერთი გოლი 37 წლის ალექსანდრე იაშვილმა გაიტანა. ასე რომ, 18 წლიანი პაუზის შემდეგ “იაშკამ” ეროვნულ ჩემპიონატში გატანის გემო გაიხსენა.

ასეთივე ანგარიშით “გურიამ” “ვიტ ჯორჯიას” მოუგო. ეს ვეტერინართა ბოლო ექვს ტურში მეხუთე მარცხი იყო და ისინი ჯერჯერობით გავარდნის მთავარი კანდიდატები არიან.

საინტერესო მატჩი გამოდგა ზუგდიდში. ლიდერებთან ახლოს მყოფმა “ცხინვალმა” მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა. მასპინძლები შოთა ლომიას დუბლით დაწინაურდნენ, ამას ცხინვალელი ბიძინა მახარობლიძის საპასუხო დუბლი მოჰყვა და ანგარიში გათანაბრდა. ზუგდიდელებმა მაინც იმარჯვეს, დამთავრებამდე ოთხი წუთით ადრე დათა რიგვავამ მესამე გაიტანა.

ერთნაირი ანგარიშით – 2:0 მოიგეს იმერულმა გუნდებმა. “ჩიხურამ” “მერანი,”ხოლო “ზესტაფიონმა” “მეტალურგი” დაამარცხეს. “სიონმა” და ”კოლხეთმა” კი მატჩი 10-10 ფეხბურთელით ჩაამთავრეს.

ზუგდიდი – ცხინვალი 3:2 (1:0)

1:0, 2:0 შოთა ლომია (8, 57), 2:1, 2:2 ბიძინა მახარობლიძე (73, 79), 3:2 დათა რიგვავა (86)

ჩიხურა (საჩხერე) – მერანი (მარტვილი) 2:0 (1:0)

1:0 ალექსანდრე ივანიშვილი (9), 2:0 ბესიკ დეკანოიძე (70)

სამტრედია – შუქურა (ქობულეთი) 4:1 (1:0)

1:0 თორნიკე გორგიაშვილი (4), 1:1 პაულო მარტინსი (56), 2:1 ალექსანდრე იაშვილი (57), 3:1 გრიგოლ დოლიძე (77), 4:1 თორნიკე კაპანაძე (87)

სიონი (ბოლნისი) – კოლხეთი (ფოთი) 1:2 (0:1)

0:1 ზურაბ თევზაძე (45), 0:2 ლუის ალბერტო (64)

გაძევება: დაჩი ცნობილაძე (66, სიონი), გურამ გურეშიძე (84, კოლხეთი)

გურია (ლანჩხუთი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 4:1 (3:1)

1:0 ვანო წილოსანი (15), 2:0 თორნიკე მოსიაშვილი (18), 2:1 ვანო კურდღელაშვილი (22), 3:1 თორნიკე მოსიაშვილი (40), 4:1 კობა შალამბერიძე (81)

ზესტაფონი – მეტალურგი (რუსთავი) 2:0 (0:0)

1:0, 2:0 ჯონი ჯერემია (46, 56)

დინამო (ბათუმი) – ტორპედო (ქუთაისი) 2:3 (1:0)

1:0 დიმიტრი ტატანაშვილი (8), 1:1 გურამ ადამაძე (57), 1:2 დავით კირკიტაძე (80), 1:3 ოთარ კვერნაძე (84), 2:3 თეიმურაზ შონია (88)

დინამო (თბილისი) – დილა (გორი) 2:2 (1:1)

0:1 გიორგი გველესიანი (11, საკუთარ კარში), 1:1, 2:1 ვახტანგ ჭანტურიშვილი (19, 69), 2:2 გიორგი ერისთავი (81)

გუნდი

გგ

გმ

+/-

დინამო თბ

22

13

4

5

36

19

17

43

დინამო ბთ

22

13

3

6

29

19

10

42

დილა

22

12

6

4

33

18

15

42

სამტრედია

22

11

4

7

30

19

11

37

ცხინვალი

22

10

3

9

22

29

-7

33

ჩიხურა

22

9

6

7

29

24

5

33

გურია

22

8

8

6

23

27

-4

32

ტორპედო

22

7

9

6

28

24

4

30

შუქურა

22

8

6

8

25

25

0

30

ზესტაფონი

22

6

8

8

40

36

4

26

კოლხეთი ფ

22

6

7

9

18

26

-8

25

მერანი

22

6

7

9

16

22

-6

25

ზუგდიდი

22

6

6

10

16

27

-11

24

მეტალურგი

22

6

6

10

20

25

-5

24

სიონი

22

5

5

12

21

35

-14

20

ვიტ-ჯორჯია

22

4

4

14

20

31

-11

16

23-ე ტური. 11 აპრილი: ტორპედო – ზუგდიდი, დილა –სიონი, დინამო (ბთ) – სამტრედია, ცხინვალი – გურია, კოლხეთი –ზესტაფონი, ვიტ ჯორჯია – ჩიხურა, მერანი – დინამო (თბ), მეტალურგი - შუქურა

მეგოლეები:

10 – ჯაბა დვალი (ზესტაფონი/დაჩია), ირაკლი მოდებაძე (დილა)

9 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო)

8 - დათა სიჭინავა (კოლხეთი/სიონი), შოთა ლომია (ზუგდიდი)

7 – გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი/ტორპედო), ნიკა კვეკვესკირი (დილა), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა), თორნიკე კაპანაძე (სამტრედია)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

0.12462