ფეხბურთი

16:31 | 4.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

პიანიჩმა ემოციები ვერ მოთოკა (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს XXIX ტურის ცენტრალურ მატჩში "რომამ" "ნაპოლის" უმასპინძლა. შეხვედრის 25-ე წუთზე ანგარიში მასპინძელთა ბოსნიელმა ნახევარმცველმა მირალემ პიანიჩმა გახსნა, რომელმაც გოლი თავისი გუნდის ქომაგების მისამართით ემოციურად აღნიშნა.

მომხდარი ფაქტი პიანიჩმა მატჩის შესვენებისას შემდეგნაირად განმარტა:

"ეს ჟესტი მათ მიმართ იყო, ვინც ჩემზე ბევრს ლაპარაკობს და თანაც ცუდად. მათ შორის ჟურნალისტებიც არიან", - დასძინა პიანიჩმა.

"რომასა " და "ნაპოლის" აღნიშნული დაპირისპირება "ჯალოროსიმ" სწორედ პიანიჩის გოლით მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119969