3 აპრილს საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მორიგ ტურში ლანჩხუთის "გურიამ" საკუთარ მოედანზე თბილისის "ვიტ ჯორჯია" მიიღო და 4:1 დაამარცხა. მატჩის დაწყებამდე "გურიას" ფეხბურთელთა გასახდელში სასულიერო პირი იყო, რომელმაც თამაშამდე ფეხბურთელები დალოცა. აღნიშნული კადრები ლანჩხუთელთა გუნდის ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა.
კადრები კი მართლაც სასიამოვნო საყურებელია.