არნემის “ვიტესის” კაპიტანს გურამ კაშიას კლუბის ერთგულ გულშემატკივრებთან ერთად სეზონის წარმატებით დასრულება სურს.
“ჩვენს ქომაგებთან ერთად სეზონის კარგად დასრულება გვსურს. წინ მნიშვნელოვანი მატჩები გველის და ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერით მკლავებდაკაპიწებულებმა კარგი შედეგის მისაღწევად უნდა ვიბრძოლოთ” – იუწყება საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის სიტყვებს ინტერნეტპორტალი soccernews.nl-ი.
ქართველმა ფეხბურთელმა თებერვალს “ვიტესსა” და ამსტერდამის “აიაქსს” შორის ჩატარებული მატჩიც გაიხსენა, რომელსაც თვალი “გელერდომზე” არნემელ გულშემატკივრებთან ერთად ადევნა:
“იმ ადგილიდან თამაშის ყურება სრულიად სხვაა. ბევრი ვიმხიარულე. ვხტოდი და ვყვიროდი კიდეც. ეს ჩემს ცხოვრებაში ახალი გამოცდილება იყო და კარგი მოგონებები მაქვს. “ვიტესში” გატარებული 5 წლის განმავლობაში გულშემატკივრებთან ბევრი საუცხოო მომენტი მაკავშირებს”.