არგენტინელ ფორვარდ ხუან იტურბეს იტალიურ “რომაში” არცთუ წარმატებული სეზონი ჰქონდა და შესაძლოა, ზაფხულში კლუბი გამოიცვალოს.
“ვერონაში” ჩატარებული კარგი სეზონის შემდეგ, მისით “რომა” დაინტერესდა, მაგრამ სეზონი არცთუ შედეგიანი გამოუვიდა და 17 თამაშში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა.
“ხუანი “რომას” ფეხბურთელია და ის ნამდვილი ჩემპიონია, მაგრამ ტრავმების გამო არცთუ კარგი სეზონი გამოუვიდა. გარდა ამისა, ახალ გუნდში მას სათანადოდ არ ენდობიან. ჩვენ გვაქვს საინტერესო წინადადება ინგლისიდან და ახლა ყველაფერი “რომაზეა” დამოკიდებული. ჩემპიონატის დასრულების შემდეგ სწორედ მათ უნდა გადაწყვიტონ, შეელევიან თუ არა იტურბეს” - განაცხადა 21 წლის ფეხბურთელის აგენტმა La Gazzetta dello sport-თან საუბარში.