ტურინის “იუვენტუსის” არგენტინელი ფორვარდი კარლოს ტევესი ფრანგული გრანდის, “პარი-სენ-ჟერმენის” ინტერესის სფეროში მოხვდა.
ზაფხულში ფრანგული კლუბის დატოვებას ესეკიელ ლავესი აპირებს და პარიზელებიც 31 წლის თავდამსხმელს მის შემცვლელად განიხილავენ.
პსჟ მზადაა ტევესის შესაძენად “იუვენტუსს” 15 მილიონი ევრო გადაუხადოს, ხოლო თავად ფეხბურთელს ყოველწლიური ანაზღაურების სახით 5,5 მილიონს პირდება, რაც 1 მილიონით მეტია კარლოსის ამჟამინდელ ანაზღაურებაზე.
ტევესი “იუვენტუსში” 2013 წლის ზაფხულში “მანჩესტერ სიტიდან” 9 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. მან სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 26 მატჩში 16 გოლი გაიტანა.