ჰოლანდიის ეროვნული ნაკრებისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდი რობინ ვან პერსი ინგლისის პრემიერლიგის მომდევნო ტურის მატჩისთვის გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს და მანჩესტერულ დერბის გამოტოვებს.
31 წლის ფეხბურთელი 21 თებერვალს, “სუონსისთან” 1:2 წაგებულ შეხვედრაში დაშავდა და მას შემდეგ მკურნალობს. ვან პერსის, რომელმაც ინგლისის მიმდინარე ჩემპიონატის 24 თამაშში 10 გოლი გაიტანა, კოჭი აქვს დაზიანებული.
“მანჩესტერ იუნაიტედი”, რომელიც 59 ქულით მე-4 ადგილზეა და მეორეადგილოსან “სიტის” მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება, 31-ე ტურში დღეს “ასტონ ვილას” ეთამაშება, ხოლო მანჩესტერული დერბი 12 აპრილსაა დანიშნული.