ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ, რომელიც ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ შეიხში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზე მე-7 ნომრადაა განთესილი, ნახევარფინალში გასვლა შესძლო.
მეოთხედფინალში ბოლქვაძე პირველი რეიტინგის მქონე რუს მარგარიტა ლაზარევას გაეჯიბრა და 7:6 (7:1), 7:5 სძლია. ფინალის საგზურისთვის მარიამი მე-4 ნომრად მიჩნეულ ეკატერინა იაშინას გაეჯიბრება, რომელმაც ესპანელ არაბელა ფერნანდეს რაბენერს (მე-8) 6:2, 6:4 სძლია.
მე-2 ნახევარფინალში ერთმანეთს მაკედონიელი ლინა გორჩესკა (მე-3) და ბულგარელი იულია ტერზისკა (მე-5) დაუპირისპირდებიან.
წყვილთა ტურნირის ნახევარფინალში ბოლქვაძემ და რუსმა იულია ბრიზგალოვამ სწორედ გორჩესკას და ტერზისკას დუეტთან 5:7, 1:6 წააგეს.