სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

16:43 | 3.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ნიუკასლმა” შესაძლოა ოთხი მოთამაშე დაკარგოს

ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში “სენტ-ჯეიმს პარკის” დატოვებას მეკარე ტიმ კრული, ნახევარმცველები მუსა სისოკი და ჩეიკ ტიოტე და ასევე, ფორვარდი პაპის სისე აპირებენ.

The Telegraph-ის ცნობით, “ნიუკასლის” ფეხბურთელების ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი მორიგი წარუმატებელი სეზონია. ზემოთნახსენებ ოთხივე მოთამაშეს სურს, რომ უფრო ამბიციური პროექტის ნაწილი იყოს და გუნდის დატოვებას ზაფხულშივე აპირებენ.

კრულის, ტიოტესა და სისეს მოქმედ კონტრაქტებს ვადა 2017 წლის ზაფხულში, ხოლო სისოკოს ხელშეკრულებას 2019 წლის ზაფხულში გასდის. ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში კრულმა 22, ხოლო ტიოტემ 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა. სისემ 19 თამაშში 11 გოლი გაიტანა, ხოლო სისოკომ 28 შეხვედრაში თავი სამჯერ გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.171838