გამთენიისას “კლივლენდ კავალიერსმა” მაიამი ჰიტი” 114:88 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში ლებრონ ჯეიმსმა 23 ქულა ჩააგდო. ამ მატჩამდე “მეფეს” ნბა-ს ისტორიაში 24 814 ქულა ჰქოდნა ჩაგდებული და ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციის ყველა დროის საუკეთესო მექულეთა შორის 21-ე ადგილზე იმყოფებოდა. მას “ნიუ იორკის” ყოფილი ცენტრი პარტიკ იუინგი ერთი ქულით (24 815 ქულა) უსწრებდა. ახლა ჯეიმსმა ყველა დროის საუკეთესო მექულეთა შორის, მეოცე ადგილზე გადაინაცვლა. მისი მორიგი სამიზნე, ჯერი უესტის 25 192 ქულაა.
შეგახსენებთ, რომ ნბა-ს ყველა დროის საუკეთესო მექულე ქარიმ აბდულ-ჯაბარია (38 387 ქულა).