ფეხბურთი

15:22 | 3.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსს” ბერნარდესკის შეძენა მოუნდა

იტალიური გამოცემა “ტუტოსპორტის” ინფორმაციით, ტურინის “იუვენტუსი” ფლორენციის “ფიორენტინას” 21 წლის შემტევი ნახევარმცველის, ფედერიკო ბერნარდესკის შეძენას ეცდება. ბერნარდესკი იტალიაში ერთ-ერთ იმედისმომცემ ფეხბურთელად ითვლება და იტალიის ახალგაზრდული ნაკრების წამყვანი მოთამაშეცაა. მას ფლორენციელებთან კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, თუმცა “იუვეს” ეს ფაქტი არ აღელვებს და ტრანსფერის გაჩარხვას ზაფხულში შეეცდება.

მიმდინარე სეზონში ბერარდესკის ტრავმები გამო საკმაოდ ბევრი გაუცდა და სერია A-ში მხოლოდ 5 თამაშის ჩატარება შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120245