ფეხბურთი

10:19 | 3.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ტოტენჰემი” “ბარსელონას” ფეხბურთელით დაინტერესდა

ინგლისური მედიის ინფორმაციით, ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების შემტევმა, კატალონიის “ბარსელონას” საკუთრებაში მყოფმა იბრაჰიმ აფელაიმ მომდევნო სეზონიდან კარიერა შესაძლოა ლონდონის “ტოტენჰემში” განაგრძოს.

29 წლის ნიდერლანდელი ფეხბურთელი ამჟამად პირეოსის “ოლიმპიაკოსში” ერთი წლით გახლავთ განათხოვრებული. მიმდინარე სეზონში მაროკოული ფესვების მქონე შემტევმა 29 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 6 გოლი და 4-ჯერ თანაგუნდელებსაც გაატანინა.

აფელაის სატრანსფერო ღირებულება 4 მილიონ ევროს შეადგენს. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენის გადამხდელია ინგლისური კლუბი ჰოლანდიელის სანაცვლოდ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129509